↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზის ამოსვლა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მთით ამოდის მნათობილალით. მარგალიტებით.ათასფერად ნადნობიდა შემკული დიდებით.ლაღი, სახე-სანდობი,მთაზე სხივ-დანანდობიამოგორდა მნათობიმზიურ გულდამშვიდებით.ამოვიდა მნათობიმზე დიადზე დიადი,იყო ტბათ გადამტოპიელვარება ფრიადი.ქვევით ჰქუხდა შავი ზღვა,ჰქროდენ შორნი სიონი.შორით კავკასიონიიდგა მძლე და ზვიადი.ყოფნის მთელი დროებითწლებით და საათობითდიდის უდაბნოებით,ვრცელი უმარადობითჩემი დღე და სოფელი,მკაცრი, უარმყოფელიამ მხნე, ამ მახლობელიგაჩირაღდნდა მნათობით!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი