↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღრჩობელიდან

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
აზიის კახპავ! თარაქამა გიჯვარედინებს,გიყნოსა თეძო და მსუქანი კაბის შრიალი.მეწველ ჯიქანებს ახვრეპინებ ჯალალ-ედ-დინებსდა გამოშიგნულს შაგადგება შავრაშიანი.
დაგეძებს ბუღა და ყუდროში ვერსად დაგაბითბუნდრად მომსკდარან ურდოები ვით კანჯარები:ჩაგენგრა მკერდი დალახტული, ორად ნაკაფიდა ხერხემალზედ შემოგალპა ნახანჯრალები.
დაობებული შენი თესლი ვერ დაიჭექებს,ვეღარ აყვავდეს შენი ძვლები მტვრათ დაგროვილი.და მონღოლისგან დახანჯლული ძირს ჩაიჩოქებსშენი ლაშარი, დაირმული, დაოქროილი.
მოდგა და მოდგა დარუბანდით სისხლის დგანდგარი,დატუშა რიყით საძოვარი შრატით მცვრეულიდა ჩემი რასა - ულაყების ჯიში მაგარი,საღრჩობელიდან იყურება განაცრებული!
1922
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი