↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როდესაც ხალხთა ჟრიამულში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
როდესაც ხალხთა ჟრიამულში დავიკარგები,რომ მოვიპოვო კაცთა შორის თავშესაფარი,მაშინ ქნარი სდუმს, სდუმს, სიჩუმეს გარემოუცავს,მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.
როდესაც მტრობა, შური, დევნა ირგვლივ მეხვევაზედ გულზე მაძევს სასიკვდილო სევდის ლახვარი,მაშინაცა სდუმს ჩემი ქნარი სევდით მოცული,მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.
როდესაც მოძმეთ სურთ ცოცხლადვე დამასამარონ,სურთ, რომ შეღებონ ჩემი სისხლით წამების ჯვარი -იმ დროს ქნარი სდუმს და სიჩუმეს გარემოუცავს,მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.
მაგრამ, როდესაც გავშორდები ქვეწარმავლობას,სულს არ მიხუთავს უმიზნობის ქსელი საზარი, -განვლილს იგონებს ჩემი ქნარი აზვირთებული,აზვირთებული, აღტყენილი ჟღერს ჩემი ქნარი.
როცა ხალხში ვარ - მეკარგება რწმენა, ხალისი,როცა მარტო ვარ - მაქვს სამგოსნო წმინდა ტაძარი:ტყე, მინდორ-ველი, მთის წიაღი, კლდის ნანგრევებიდა ჩემი ქნარი, მარტოობით შექმნილი ქნარი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი