↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორც მენავემ ძველი სანავე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
როგორც მენავემ ძველი სანავე,ვით გულმა გული და მკლავმა მკლავი,ისე პირველი ნახვისთანავევიცანი ჩვენი მდინარის ნავი.
ჩემი ყრმობის ხნის, დიდი ხნის წინედამ ნაპირებმა, სავსემ მწვანეთი,იცოდა, საჭევ, რა გულმოდგინედდავიმეგობრეთ ჩვენ ერთმანეთი.
ნეტა ამ ნავში დამაძინა დაგამომაღვიძა ასი წლის გარე -მანახვა: რა მხრით, როგორ ინათადა როგორ ნათობს აქ მზე და მთვარე.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი