↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * საღამოს მთების

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
საღამოს მთების, დღისით ზღვაურიმოჰქრის ზაფხულის ზეფირი ხშირი -თვლემს მწვანე კონცხი, მახინჯაური,თვლემს ქობულეთი და ციხისძირი.
აქ თვითეული მომწვანო კორდისდგას მშვენიერი და თავმომწონე,როგორც მომავლის მქონე კურორტი,უდიადესი მომავლის მქონე.
ვერ შეაჩეროს მთებმა მაღალმა,გზა მიდის - როგორც სარკე - კრიალა.და ეს-ეს არის, ახალთახალმაავტომ მის ხიდზე გაიგრიალა.
ძვირფასო მხარევ! რა დიდებულიალერსი არის შენი მთა-ბარი:დაღლას რომ იგრძნობს პოეტის გული,ხარ მისი მყუდრო თავშესაფარი!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი