↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი დრო ისევ რუსთაველს ელის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ძველ სასახლეში ვეფხის ტყავებითფარავდა ვინმე გობელენს, მანდილს,შვენოდა იგი ფერაყვავებითაქ სადარბაზოდ მოსულ ავთანდილს.ელავდა, როგორც ზმანება წუთის,ზურმუხტი, ლალი და იაგუნდი,ძველი ნანგრევი ვნახე გეგუთისდა, უხმო დროო, შენ მომაგონდი.გამოჩნდა მაღალ სვეტთან თამარი,რეტროსპექტივი, ლანდივით ჩუმი,გამშრალთა ცრემლთა ნაწამწამარი,მოეფინება მთელი სამუმი.არაბეთიდან მოსული მონასდგას, მოიტანა შორით ფარისიდა სპარსეთიდან ლექსების კონა,მიმოდის როგორც ტოტი ქარისი.შორეულ დღეებს მახლობლად უზისმცოდნე ჰაფიზის, მცოდნე გაზელის,ცივი ოცნება შხეფავს აუზის.ჩვენი დროც ისევ რუსთაველს ელის.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი