↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი არმია გზას მიჰყავს მზიანს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჩვენი არმია გზას მიჰყავს მზიანს,მომავალს მზიანს, უსივრცოდ მზიანს!სიმღერის ხმა სტეხს შუადღეს ტყიანს,როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!იმ ბრძოლის წლების ამბავს რომ ისმენ,არ დაფიქრდები, მზადა ხარ მყისვემშენებლობაშიც შეიჭრა ისე,როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას.ვის ესმის დროის ახალი ზრახვა,ვინც იცის ქვეყნის მოვლა-შენახვა,უცდენლად მტერზე მიიტანს ლახვარს,როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!ჩვენი არმიის ფოლადის რიგებსმტერი ვერასდროს რომ ვერ ირიგებს,მშრომელი კლასი იმგვარად იგებს,როგორც ტყვიაში მოხვედრილ ტყვიას!საგუშაგოა თუ ყაზარმაა,ჩემი ლექსების იქ დგას არმიადა იმნაირი დღის მოწამეა,როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!სოციალისტურ მიზნებით მსვლელიგამარჯვებათა ამბავი ვრცელი -თხუთმეტი წელი, თხუთმეტი წელი,როგორც ტყვიაში აჯენენ ტყვიას!
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი