↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ, პოეტები საქართველოსი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
გულში იმავე გრძნობით ბრუნდებადა მოლოდინი დარეკავს ჩუმი,რომ არაერთხელ აგუგუნდებადედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყებასოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.ახალი ლპობა ჰოსპიტალების,ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი;ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,ხევიდან ხევზე წავა ქუხილი.
და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,პროჟექტორებმა ჰაერში იგრძნესაეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრადასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,ხევიდან ხევზე გადიგრიალებსხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია,ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,გადეფარება მეწამულ ზეცას,რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობააღმოსავლეთის დღეების თბილის,გადმოანგრიოს მტკვარის ხეობადა ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი,რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.ჩვენ ეხლავ ვიცით სად დადგებიანკლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია,და სისხლიანი დგას ანგელოსი,ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლესჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
1924
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი