↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მესიზმრება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მე მესიზმრება რაღაც არაჩვეულებრივი,რაღაც სპეტაკი და უმწიკვლო, როგორც ცის ვნება,ჰაეროვანი - როგორც სიოს ნელი ალერსი,მსუბუქი - როგორც გაზაფხულის დღეთა შვენება.მე მესიზმრება ქვეყნისაგან განშორებულიმხურვალე ლოცვით დაქანცული ქალწულთა კრება,და თვალთა ცქერა სათნოებით, ლმობით აღვსილი -მე მესიზმრება.მე მესიზმრება რაღაც წმინდა, შორი ქვეყანა,სადღაც, ოდესღაც ზმანებული, ერთხელ ნახული,მე მესიზმრება ანგელოსთა ციური ნანა,ღამის დუმილში ჩაქსოვილი და ჩასახული.ტკბილი ოცნება გამიტაცებს ვით სიზმარ-ცხადი,მკრთალი სინათლით სევდის ნისლი მიდის და ჰქრება...და რაღაც წმინდა, შორეული, უცხო ქვეყანა -მე მესიზმრება.მე მესიზმრება უხმო ძილი, სამარადჟამო,ირგვლივ ბინდ-ბუნდი და დუმილი დაურღვეველი,მესმის, არც მესმის ქვეყნიურთა ვნებათ ძახილი,თუ ეს სიოზე თრთის, შრიალებს მწვანე ტყე-ველი?თუ ეს ზღვის ზვირთთა სიმღერაა, უცებ რომ სცხრება?და ტკბილი ძილი, სამუდამო, დაურღვეველი -მე მესიზმრება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი