↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მახსოვს მისი სახე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მე მახსოვს მისი სახელამაზი, მიმზიდველი,მრავალ გაჭირვებისადა ნაღველის მტვირთველი.შუბლი ვრცელ-განიერიდა გონიერი თავი,მხრებს რომ უხვად დაჰყროდაწაბლისფერი ნაწნავი.და ცისფერი თვალებიჰქონდა ისე წარმტაცი -მშვიდად ვერ შეხედავდავერც ერთი გულქვა კაცი.მათში გაურკვეველითრთოდა ზეცის ნათელი,სულიერი სიწმინდისუცხოდ გამომხატველი.თითქო გარინდებულმასისწრაფით მოჰკრა თვალი,თუ როგორ ირხეოდაალვის დიდი მწვერვალი,დილის მზისა სხივებით,ოქროსფერად მორთულიდა მწვანე ბზის რტოებითლურჯად გარს შემორტყმული.იქვე ახლო, სულ ახლო,უცხო, გასაკვირველიგანთიადს უმღეროდაგაზაფხულის ფრინველი.თავისუფალს, ბედნიერსახარებდა მზის წვიმადა ქალმა, ის-ის იყოიმედით გაიღიმა,რომ უეცრად საბრალოს,განწირულს მოაგონდა,წამი სასიხარულობედკრულს რომ აღარ ჰქონდა,რომ მისი გადარჩენაქვეყნად არავის უნდადა ოცნებიდან ისევთავის ბედს დაუბრუნდა.ასეთი მახსოვს მისიმე მიმზიდველი ხედვა,ეს უცხოეთში იყო,ეხლა სად არის, ნეტავ?
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი