↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვუკვირდები ამ უძირო ზღვას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მე ვუკვირდები ამ უძირო ზღვას,ამ დამშვიდებულს, იდუმალ მხარეს,რას მიმზადებს ის: კაეშანს დამწველს,თუ სიხარულის სხივებს ელვარეს?არ ვიცი, არა! ვიცი მხოლოდ, რომმძაფრი გრიგალი მიახლოვდება,ჩემში უსაზღვრო აღტაცებას ვგრძნობ,ჩემში ძლიერი ძალა გროვდება,
გროვდება, როგორც ერთ კალაპოტშიმთებში დაფანტულ მდინარეთ გროვა.მიექანება, მიდის უშიშრად,არ დაკარგავს მას, რაც მოიპოვა.
და როდესაც ზღვას უახლოვდება,ამ დამშვიდებულს, იდუმალ მხარეს,ერთს გაიფიქრებს: ზღვა რას უმზადებს -ბედნიერებას, თუ სიმწუხარეს?
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი