↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ტყის ფართო გზაზე, მახსოვს, ეტლი მიგვაქროლებდა,შენს სუნთქვას ვგრძნობდი ბედნიერი, შენსა მახლობლად.მე გიამბობდი ჩემს მრავალგვარ თავგადასავალს,სიყმაწვილეზე გიამბობდი შთენილი ობლად.საღამო იყო... მზე დასავლით ესვენებოდა,ტყეს ედებოდა გამჭვირვალე და ლურჯი ბინდი,ამ დროს ვიგრძენ, რომ შენ სრულიად ყურს არ მიგდებდი,ეტლის სიღრმეში გადავემხე და ავქვითინდი.წამოვიწიე და მათრახი გადავკარ ცხენებს,ელვის სისწრაფით გზას გაეკრა ბუქ-ბუქად მტვერი,როგორ უგონოდ მივაფრენდი გზაზე ჩემს სევდას,როგორ უგონოდ ტრიალებდა გარს ყველაფერი.ტყე გზას გვიცლიდა და ბინდბუნდში თვალს ვერ ვასწრებდით,ხეების გუნდი იქ, ეტლს უკან როგორ რჩებოდა,ისე მწყუროდა ამ დროს ლტოლვა განუსაზღვრელი,ისე მომნატრდა, რომ გზას ბოლო არ ჰქონებოდა.და ერთადერთი ცის ღრუბელი ვრცელ უდაბნოშიმოხეტიალე, უთვისტომო, მიუსაფარი,თან მიგვყვებოდა განუყრელად, განუშორებლად,მსუბუქი, როგორც განვლილ დღეთა შორი სიზმარი.მეჩვენებოდა - თითქო ტყეში ვიღაც კვნესოდადა მე ეგ კვნესა, უსასოო გულში მწვდებოდა,ცრემლი მდიოდა, რადგან ჩემი უკანასკნელი,ჩემი მწუხარე სიყვარული მაგონდებოდა.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი