↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონება მშობლიური მხარის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მისცემია ძილს ბრეტანი,ალივლივებს ზვირთებს მთვარე...ნამეტანი, ნამეტანიშორი გზები მოვიარე.
მისცემია ძილს ბრეტანი...მე კი მახსოვს მსხმოიარეჩვენი მთა და მოედანი,მშობლიური არემარე.
იქ ჭაობი იყო. გაჰქრაუამური, სიმწრის ჯაფა,შფოთიანი ძველი გაყრა,უმკაცრესი პაპისპაპა...
ოციათას ჰექტარ მინდორს -ციტრუსების გვინდა ვარდი,მილიონი კი არ გვინდა,მილიარდი, მილიარდი!
ასეთ მიღწევაზე ჰქუხდახანისწყალი და რიონი,და ძვირფასად აზურმუხტდახე მრავალი მილიონი...
გრეიპფრუტი, მსგავსი მთვარის,მისი ფერი და ამინდი,გრეიპფრუტი კი არ არის -ყუმბარაა, დინამიტი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი