↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთის მწვერვალებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებსმთის არწივი უგზნებს თვალებს,შესტირის და შევალალებს.
მთის მწვერვალებს სხივი ანთებსდა მათ კალთებს, და მათ კალთებსაელვარებს, აქათქათებს...
კვნესა ისმის: ‘შეინახეთ...და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ,რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ"...
ცას არ ესმის, ის ცეცხლს ანთებსდა მდუმარე მთების კალთებსდაელვარებს, დაჰქათქათებს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი