↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მთვარე ღრუბელქვეშ შუა-ღამისას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
მთვარე ღრუბელქვეშ შუა-ღამისასმკრთალ ნათელსა ფენს აყუდებულ მთებს,ხეობა სთვლემს და ამბავს წამისასარაგვი უთხრობს საყდარ-ნანგრევებს.მთვარე, ღრუბელი მიდის და ჰქრება,სიდღანაც ისმის ბულბულის სტვენა..მთვარე ღრუბლიდან კვლავ იცქირება,ისევე ბადრი ამოესვენა.
სევდით სავსეა მისი ნათელი,როცა ცაცხვთ ფოთოლს ქსელში იბნევადა ტბის კამკამზე წყნარი და ნელივერცხლისფრად, ნაზად გადაიფრქვევა.და ტბაში მოსჩანს იგივე მთვარე,იგივ წყნარი და მინაზებული,ოქროს ბურთივით ნაზ-მოელვარე,ცეცხლად გაშლილი და ანთებული.
თეთრი ზამბახის სიზმარი ღამითგაურკვეველი და ნაზი რამე,ცელქ ნიავს გააქვს გიჟურ სიამით,და თვის გულმკერდში ითავსებს ღამე.ფოთლებსა სძინავთ.. უმანკო ძილითეთრ ტანთსაცმელად მოხვევია გარს...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი