↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა (მთარგმნელი კოტეტიშვილი ვახუშტი)

რილკე რაინერ მარია

2015-07-131 წთ საკითხავი604 ნახვა

—
ფოთლები ცვივა, თითქოს შორით მომწყდარან იმედს.თითქოს ჭკნებიან შორეული ზეცის ბაღები.ცვივიან ცივად, უგუნებოდ და ხელაღებით.
და ვარსკვლავთაგან ღამეული ზეცის თაღებითსიმარტოვეში დედამიწაც ეშვება მძიმედ.
ყველანი ვცვივით. ხელიც, როგორც ფოთოლი ხმელივარდება. ხედავ? – საერთოა ცვენა და ბარდნა.
მაგრამ არსებობს ერთადერთი, ვინც ყოველ ვარდნასუკიდურესად ნაზად იჭერს თავისი ხელით.

რილკე რაინერ მარია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი