↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
მწუხრმა სიბნელის ზეწარიქვეყანას გადააფინა,ნიავმა წაისისინადა შორს ბულბულმაც დასტვინა.ვარსკვლავთა გუნდმა ცის სივრცეაანთო, ააკაშკაშა...და აღგზნებულმა მთვარემაცსხივები შეათამაშა.შავო ფიქრებო, ნუთუ არცაქ არ მასვენებთ წამებულს,რად გინდათ, ბოლო მომიღოთიჭვნეულს, განმარტოებულს?რად გინდათ, მუდამ, ყოველთვისშხამით ამივსოთ წუთები?ეყოს სულს, თქვენგან წამებულს,საწამლავისა წვეთები!სად არის შველა, ვინ მომცემსხელსა მეგობრულს, ვინ მიხსნის?სად არის სახე უმანკოჯერ ისევ ნორჩი სიცოცხლის?რა ვუყო, მარტოდ შთენილმავერ ვპოვე სატრფო გულისა,არსად ჩანს ტკბილი ნათელიშუქმფრქვეველ სიყვარულისა!რა ვუყო, ბედით ტანჯულმასად ვპოვო თავშესაფარი?ოჰ, მტანჯავს, შავო ფიქრებო,თქვენი ჩურჩული საზარი...ღამეა... ცისა კამკამშიკაშკაშებს სავსე მთოვარე,ვარსკვლავნიც იღიმებიან,ღამის დუმილში თვლემს არე.
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი