↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე დღეს შეხვდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ღამე დღეს შეხვდა, აღდგენილს მკვდრეთით,და გადაჰკოცნა აღმოსავლეთით!
დილით გაწითლდა მორცხვი სახე დღის,მას შემდეგ იგი ღამის ჩრდილს უფრთხის.
ასე, მე მახსოვს კოცნით ნაალიშენს ღაწვთა ეშხში წითელი ხალი.
პატარა ხალი, სულ უეცრად რომდააჩნდა სახეს და წაშალა დრომ.
კოცნების გროვით გადიდდა ხალი,ბაგეს ძლიერი სცემს ნაპერწკალი.
მოედო - ასე თვით უმაღლეს მთებსავრორა ძლიერ ცეცხლით აანთებს.
და შემდეგ ოხვრით უგონებს გზნებასგანცდილ უდიდეს ბედნიერებას.
ღამე დღეს შეხვდა, აღდგენილს მკვდრეთით,და გადაჰკოცნა აღმოსავლეთით!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი