↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბრწყინავს ვარსკვლავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ცა მხიარულობს.. ქვეყნად კი ისევსიჩუმე მეფობს გულ-მოსაკლავი.სადა ხარ, ბედო, სადა ხარ, ბედო,ბრწყინავს, კანკალებს ჩემი ვარსკვლავი.ცას სქელი ნისლი გადაეფარა,ნისლმა წაიღო ოცნების ნავი,სურს, რომ გაიგოს ისევ სცოცხლობს თუჩაჰქრა, მინელდა ჩემი ვარსკვლავი.ეჰ, არა, არა! მას კიდევ ძალუძსისევ ინათოს, ისევ იბრწყინოს,ბედის მგმობელი ეკლიან გზაზეშარავანდედით დამაგვირგვინოს.თუ არა, მოსწყდი მაშინ, ვარსკვლავო,უხილავ იქნეს შენი კაშკაში.და მეც გავქრები დედამიწიდანვით მეტეორი მსოფლიო ცაში!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი