↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბრძოლაში ვეძებ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ბრძოლაში ვეძებ თავდავიწყებას,ბრძოლის ქუხილში მიილტვის სული,ვერ ვუღალატებ საფლავთა მცნებას,არ ცხრება გრძნობა აღშფოთებული.სამშობლო მხარევ, შენი შვენებასისხლით ირწყვება და იღებება;მოქანცულ გულით მეთაურებიწმინდა დროშის წინ ძირს ეცემიან,მძიმე ჭრილობით დაღდასმულები,ისე, ვით უწინ, მშვიდად კვდებიან.ახალ გმირს ეძებს უკანასკნელიმათი წუხილი და გული წრფელი.ო, ვისაც მწარედ აკვნესებულიგული გედაგვით საშინელ სევდით,ვისაც მრისხანედ გიტოკავთ სული -შევერთდეთ ერთად, დიდი იმედით!თავისუფლების დროშა იხრწნება...მაშ, ცეცხლში ვპოვოთ თავდავიწყება!..
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი