↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

10 წლის წინად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95286 ნახვა

—
რომ ყოფილიყავ ათი წლის წინად,რომ მომვლენოდი ათი წლის წინად,მე მხოლოდ შენ ერთს, შენ დაგსახავდიოცნების მეფედ, მზიურ გვირგვინად.მაშინ ალერსი ისე მწყუროდა,ისე ველოდი შენს თანაგრძნობას,ეს იყო მაშინ... ეხლა კი ვწყევლიდა ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი მე ტრფობას.სადღაა ეხლა სანთელი იგი,ღამით რომ ენთო ოცნებას ნაზი?ის ჩამქრალია და ღამის სივრცესშავი ზოლების შთენია ხაზი.რა დამავიწყებს იმ მწარე დღეებს,უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს,აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი...და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი