↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თითქო არა აქ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
და დედამიწა ბნელდებოდა, იძირებოდა.თითქო არა აქ, არამედ შორს, სხვა ქაოსებში.მახლობელ სოფლად კივის ჭოტი, ყეფენ ძაღლები.შარაზე მიდის სხვა მეურმე დაგვიანებით.გაიხმაურეს ერთხელ კიდევ ურმის ბორბლებმადა ყველაფერი მიინაბა, დადგა სიჩუმე:ო, რას ნიშნავს ეს... ეს სიჩუმე, ეს გაოცება?ეს უხილავი, მშობლიური ჩვენი სიჩუმე?რისთვის არიან გაყინულნი მაღალნი მთანი?რამ დააყრუა შარა-გზები, სადაც ოდესმეექანებოდა მძაფრი ცხენი მაკედონელის?ო, როგორ მესმის მე სიჩუმე ამ ნანგრევების,როგორ მაღელვებს მე ყოველთვის იგი სიჩუმე...მასში იდუმალ ძილით სძინავს ახალ ქაოსებს,იგი ღელვაა დაფარული, უჩინარ ცეცხლის.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი