↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106507 ნახვა

—
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლისქალწულებივით ხიდიდან ფენა:მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლისდა სიყვარულის ასე მოთმენა.ძვირფასო! სული მევსება თოვლით:დღეები რბიან და მე ვბერდები!ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდუდაბნო ლურჯად ნახავერდები.ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,მაგრამ მე მუდამ მემახსოვრებაშენი თოვლივით მკრთალი ხელები.ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.იელვებს, ქრება და კვლავ იელვებსშენი მანდილი ამ უდაბნოში...ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლისჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლისდა ზამბახების წყებად დაწვენა.თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯიდა დაღალული სიზმრით დამთოვა.როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!არის გზა, არის ნელი თამაში...და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაშიერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინმშვიდი დღეების თეთრი ბროლება,მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაშიდა თმების ქარით გამოქროლება.მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...თეთრი ტყეების მიმყვება გუნდიდა კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯიდა დაღალული ფიფქით დამთოვა.როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი