↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელეგია (ლ.მ.)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
(ლ. მ.)
ბავშვმა დავღვარე ცრემლი ღვარულიბევრი წუხილით და დანანებით.აჰა! ის ქალი და სიყვარულიმოვიდა. მაგრამ დაგვიანებით!
სულში ყვავილი იყო დარგული,ხმა მეგობრობის დღეთა მზიანთა.და მეგობარი გადაკარგულიმოვიდა... მაგრამ დააგვიანდა!
ეჰ, მეგობარო! ეს დრო აფთარიშენ საუკუნის სვლას მიანებე,ეხლა გვიანი არის ზამთარი,და ქარი ტირის დაგვიანებით.
იმედი ხდება ნათილისმარი,მას გარინდება ბედმა მიანდო,რომ ყველაფერი არის სიზმარიდა რომ ყველაფერს დააგვიანდა.
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი