↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელექტრონის საუკუნე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ბატარეებში,რომლებშიდაც ელექტრონია,რომ მიაქანებსამ რონოდებს, დაგვწვავს, მგონია.ანბანებით დანიშნებით რომ ხაზავს რეკლამას,ვენტილიატორსატრიალებს ქარივით ლამაზს.დინამოებისმანქანების მძლავრია ენა,გენერატორთასადგურები, ბუკი, სირენა.იცოდეს ყველამ,სადაც დგამენ უმძიმეს ძრავებს,რომ ესაუბროსრკინისგზებს და მიმქროლ ტრამვაებს,ყველგან გაისმისელექტრონის ზარის წკარუნი,კაბელების დაკამესტანის სჩქეფენ წყარონი.ელექტრონულიოკეანების რბიან ბრბოები,მექანიკურისაზომები, ხელსაწყოები.დააქროლებენკიდით-კიდე ახალ სანათებს,ლიფტებს უმაღლესსსართულებთან ის ათანადებს.მოდიან შორითგაზეთები და ბარათები,ელექტრონულისაკონტროლო აპარატები.რა წარმტაცია,რა მღელვარე ძალთ გადაცემა,ბოძების ჩუმიდაფიქრება და აღტაცება,ის მიიჩქარისვით კივილი ავტომობილის,იბრძვის სინათლედა სიბნელე გულგაპობილი.გამთბარ ღუმელებსმხიარული გააქვთ გუგუნი,რომ მათ ეკუთვნისთელექტრონის ეს საუკუნე.შუაღამისასმძაფრი გააქვთ სისინი სიმებს,ის ზეცაშიც დამაღაროშიც არ დაიძინებს.ბურღავს მიწის გულსდა შადრევნებს აისვრის ცაში,ბროლთა და მინათსაოცარი არის კაშკაში,რომ მოანატროსმიბნელებულ ღრუბლებს ფერები,მათ ძალთა მთვლელიჯგუფდებიან ინჟენერები.ელექტრო-თეატრსუხარია, რამდენად მეტადთავს დაადგებამაყურებელს ფარვანის სვეტად.ელექტრო-საათსმიაქანებს თავის მატორი,სადაც წამს უცდისელექტრონის ტრანსფორმატორი.ელექტრო-ლინზას,სპეციალისტს, ელექტრო-მედიკს,უფრო უმაღლესსაუკუნის ესმის იმედი.უფრო უმძაფრესიელვებენ ცივი ლანდები,ელექტრო-უთო,ტეხნიკები, კონსულტანტები.მბჟუტავი გაზიიღუნება ვით ბერიკაციდა უფსკრულისკენმიდის, როგორც ძველი ბარკასი.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი