↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელვარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ოდეს სილაჟვარდეს ნავი გადალახავსჰაეროპლანების არის ესკადრები,თქვენი ელვარება, ავტომობილებო,ცივი ასფალტების რკინებს ეკაწრება.
ახალ ტრამვაიდან, ახალ ტურბინებზეახალ რესსორებით უცდის შედარებას,გათხრი მაღაროებს, მაღლა კვლავ აიტანდროის ქიმიური ფენის მშფოთარებას.
მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,არის საუკუნე ინდუსტრიალური.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი