↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაწმინდის იქით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მთაწმინდის იქით დასისხლულმა მზემ ბინა ჰპოვა.არ არის შველა. ბნელი ჩრდილებიმრავლდება, როგორც სიბნელეში დინგების გროვაშავი და ჩუმი დღის ყვავილები.თვითონ მსოფლიოს მწუხარება აქ შედარებითმხოლოდ ლანდი და მხოლოდ ჩრდილია,მოშხამულ სინდისს ეფარება მკვლელ ნეტარებითმსუბუქი ოხვრა და იდილია.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი