↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაწმინდის მთვარე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106509 ნახვა

—
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარიქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებსმომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი