↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისტორიის ბორბლების რიტმი მიგვაქანებს რიონჰესისკენ!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მატარებელი მიგვაქროლებს(ვილაპარაკოთ უბრალოდ).მისი ბორბლები გრიალებენტიტანიურ ჰიმნს -მისი ბორბლების რიტმი არისერთი სიტყვა: წინ!!რიონჰესისკენ!აქ რკინისგზა და რიონჰესიხვდება ერთმანეთსამხანაგური, დანდობილი,გულწრფელი გრძნობით.ეუბნება რკინისგზა რიონჰესს...არასდროს მე შენ არ გნატრობდიისე, როგორც დღეს.გარშემო მინდვრებიადა ლურჯი ყანები.„დღეს ჩვენი დღეა“ -ამბობენ რიონჰესზეგადაფრენილიჰაეროპლანები.თქვენ მშვენიერიხართო პროზა, ამხანაგებო.ჩვენ ლაჟვარდებშიასროლილი ვართ სანაქებოდ.უფრო პროზაში,უფრო ნათელსინამდვილეში -ამბობს რიონჰესი:კეთილშობილურად,ჩვენთა თანაბართავნახე სიმხურვალე.ეხლა ვამაყობსრულის შეგნებით,დღევანდელი დღისდიდ გამარჯვებით.მთაზე მდგარიძველი კოშკი ჩაფიქრებულა;იგი ფიქრობს, თუვით შეიტანს მემატიანეთანამედროვე ამ ამბებსფოლიანტებში:ახსენებს თუ არ მისი გულისაბობოქრებას.მილიონწლოვან ადგილიდანმოწყვეტილიუზარმაზარი კლდეგრიალებს, რომსაქართველოზესამუმი გადაიარს.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი