↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისტორიის ახალი გვერდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
საქართველოში წინად მრავალი,ისტორიულად არწარმავალი,ვიდოდა მტრობა, გესლით მავალიდა სისინებდა ქვეწარმავალი.
მისგან სიბნელე არეს ჰფენია,შეხედეთ: გესლი რაოდენია!ის ანადგურებს ვეფხისტყაოსანს,რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.
ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანსვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,ის წიწამურთან ილიას ხვდებადა მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.
ყოველი კარგის წინააღმდეგი,პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი -მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილსდა სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.
და პოეზიის, ვით ბედისწერა,ბნელ მწუხარებათ იცვალა ჟღერა -ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდანდასტრიალებდა ბედითი ძერა.
ჭაობებიდან იყო ეს ასე...მაგრამ სალ კლდიდან ეხლა ძვირფასადამოსკდა წყარო ანკარა ასად,მსგავსი რის ქვეყნად არ არის არსად!
სიცოცხლე დილის გულლმობიერისხივთა კრთომაში არის ძლიერი.უფრო და უფრო, სულ მაღლა-მაღლაიწევდეს მნათი პირმშვენიერი,
აღტაცებული მწვერვალთა სულით,სამშობლოს მგრძნობი არსებით სრულით,მგრძნობი სიცოცხლის ძალთა ფარულთა,მთელი სიცოცხლით, სულით და გულით.
ჩვენს ხანას ვერვინ ეტყვის შეჩერდი,ძგერს ყველა სიმი დღეს, როგორც ერთი.თვალწარმტაცია ახალი ხანადა ისტორიის ახალი გვერდი!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი