↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისმენდა ნევა ტყვიების ხმაურს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მაგრამ სხვა დღეთა რისხვას და ნგრევასვისმენდი, როგორც ისმენდა ნევაცტყვიების ხმაურს.ყინვა გამვლელებს სუნთქვას სტაცებდადა ქარი ხიდზე აბარბაცებდადაღლილ მეზღვაურს.
და გამარჯვების მზეს მონატრული,მიმომავალი გზებზე პატრულიაბრისად სჩანდა,როცა სინათლის გამოჩნდენ ზოლნი,და პეტერბურგის სახლებზე სმოლნი,გადაილანდა.
(სახლი ტიტანი - ვინა სთქვა სახლად,იგი თამამად აეშვა მაღლა -ძველის მგმობელი,მიუხედავად რომ ღამენათევსფეხებზე მძიმე ბორკილად ადევსმიწა მშობელი.
წავიდა მაღლა, გასცილდა კიდეცშეღამებული ქალაქის კიდესგაწყობილს ტოლად -იმ სახლებს, რომელთ სიბნელე მოდებსმხოლოდ ცოდვებსა და მხოლოდ ჭოტებს,აჩრდილებს მხოლოდ).
მაშინ პოეტმა - თითქო უკვდავიგამოიძახა თავისი თავიმომავლის რკალით.გამოიძახა სიტყვა ნაგრძნობიმასთან დამარხულ, მასში განგრძობილსიცოცხლის ძალით...
აწ ვინ-ღა დარჩა ჩვენი თაობის?ჩვენი ცხოვრებაც დღის მოძრაობისგზაა რაღამე.დღესავით - კაცსაც მისდევს სამება:გზა შუადღემდე, შემოღამებადა შუაღამე.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი