↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აი, გეგმაც

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95293 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
აი, გეგმაც: აბა, მიდი,სუფთა ხელთათმანით!წყნარზე წყნარი, მშვიდზე მშვიდითეთრი პირის კანით.ციფრი - სვეტი, ციფრი - ფერი,ციფრი, ციფრი ქარის,ამ ციფრებში ყველაფერითავის რიგზე არის.მოდიოდა სუფთა, თეთრიდა უეცრად, შემდეგგზაზე შეხვდა მას შემხვედრიმქუხარე ხმით: შესდეგ!აბა დადექ და მიჩვენეეგ შენა და ეგ მე.შევადაროთ ეხლა ჩვენისაწარმოო გეგმა.შეადარეს, შეასწორესიქვე სიახლოვესპირველსა და შემდეგს შორისგანსხვავება ჰპოვეს.არ ვარგაო, ამბობს მხვედრი,ეს სიგრძე და განი,არ მომწონსო ასე თეთრიშენი ხელთათმანი.მეტი თუჯი, მეტი სისქე,არის უმჯობესი.საწარმოო თათბირისკენ,აბა ვნახოთ გეზი.და შემხვედრმა შეცვლილ ნირითშესძრა გეგმა - რიგი.შემოიბა და ბუქსირითწაიყვანა იგი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი