↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნაძვის ხეებს ელვარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ნაძვის ხეებს ელვარებაანთებს სიახლოვითა,ახალი წლის, მეათე წლისსიხარული მოვიდა.
წარსულიდან სამწუხარობევრი გახსოვს, ბუხარო,ის ქოხმახი, იგი ველი,უგუთნო და უხარო.
ჩვენი სახლის მტერი იყოომის ცხარე გრიგალი,მან აგლიჯა სახურავისყავარი თუ ფიქალი.
იდგა, უსახურავო დაუსაკეტო, უკარო,ვით ოდესმე, ხანძრის შემდეგ,კვლავ ასე სამწუხარო.
გადანგრეულ-გადამწვარიქალაქის და სოფელის,ნანგრევებზე შენ იდექი,მოწმე, ყოვლის მცნობელი.
ოქტომბერმა რომ დაბერა,მხარე გაასხვაფერა, -აგუგუნდი... აწ რას ამბობ,რა ვქნა, რამ დაგაბერა!
კვლავ სასახლედ იქცა ყორე,ოქროს ხალი დააგეს,გათბა ისევ და განათლდაგული სოფელ-ქალაქის.
თუ რომ იქით, საზღვარს იქითგრიგალი და ქარია,ცხოვრება ჩვენს ქვეყანაშიეხლა უშიშარია.
რაც წელია აქ მარად-დღეგანძს თვლის მუშა ყოველი,გლეხიც ასე გაიძახის:უხვ მოსავალს მოველი!
ქვანახშირზე და ფოლადზემღერის, რაც კი ჯარია,ჩვენი მხარე ნათელ შრომისმტკიცე საყუდარია.
და რაც წელი მიდის, ყველგანმძლეა ჩვენი ქვეყანა,განადგურდა, რაც კი მტერიჩვენსკენ გამოექანა.
აივსება ყველაფერიპურით, ღვინით, დოვლათით,განახლების სიხარულისაერთოა, ყოვლადი.
სიყვარულით იცავს საზღვარსჯარი თავდადებული,რაც დრო მიდის, სულ მაგრდებამხარე აყვავებული.
ჩრდილოეთის პოლიუსისყინვას არ გრძნობს რჩეული,აგუგუნდი, გახალისდი,დარდებს გადაჩვეული.
აშუქებენ გზას წიგნები,მშვენიერი წიგნები,გაშლი „ვეფხისტყაოსანს“ და -ვეფხად გარდაიქმნები.
ნახავ კიდეს შავი ზღვისასგზებით არა შორითა -ციტრუსების რკალით როგორჰყვავის ჩვენი ფლორიდა.
აჰ, ბავშვებო, ნეტა სადმეერთი მხარე მაჩვენა,სადაც მეტი იყოს ზრუნვათქვენზე... ნეტავი თქვენა!
დაშრეს ნისლი! გვინდა, გვინდაჭაობების დაშრობა.ლაქაშს სტოვებს და მყინვარზეეშურება ლაშქრობა.
ახალი გზით მიდის ჩვენიურღვეველი კავშირი,ჩვენი თუჯი, ჩვენი ოქროდა ჩვენი ქვანახშირი.
ნაძვის ხეებს ელვარებაანთებს სიახლოვითა,ახალი წლის, მეათე წლისსიხარული მოვიდა!
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი