↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნიავი, ია, ნარგიზი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95288 ნახვა

—
ნიავი, ია, ნარგიზი,ავტომობილი კრიალა,დილამ ასფალტის სარკეზენავივით გაისრიალა.
აგერ მზის ამომთოვრება,მაღლა ღრუბლების გარდავლა,მან ერთი ჩემი ცხოვრებაათას წელს გადაამრავლა.
გადაამრავლა, უმალიმსგავსი წუთისა, ჩრდილისადა მესმის ხმა იდუმალი:წამოდექ, ძეო დილისა!
ო, ძეო დილის! აწ განვლისგრძნობა სიბნელის ნაფლეთისაღმოსავლეთის, დასავლის,ჩრდილოეთის და სამხრეთის.
მზემ, ხმალი რომ არ დაჰკიდა -რაც ფერებია, რაც დავლა,ცხოვრება კიდევ და კიდევათასზე გადაამრავლა!
მზემ, ლაჟვარდში რომ შეზრდილა,თავისი სახე ნახა და -ეს ყვავილები, ეს დილამარადისობად გახადა.
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი