↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩვენ გავიარეთ სოხუმი, გალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ჩვენ გავიარეთ სოხუმი, გალი,ახალსენაკი, ზუგდიდი, ფოთი,იქ ათასობით კაცი და ქალიგვხვდებოდა, როგორც შავი ზღვის შფოთი.
ჩვენგან ისმენდენ მძაფრი ლექსებისრევოლიუციონურ აღფრთოვანებას.ტრუბადურები ახალი გზებისჩვენ ვასრულებდით მასსის ბრძანებას.
მგზავრობა გვქონდა ჩვენ ჩქარი,გემით, ცხენით თუ ავტომობილით,დე, თან მოგვდევდეს წვიმა და ქარი,უუძველესი ჩვენი ძმობილი.
ვიყავით ცის ქვეშ, თუ ახალ სახლში,ჩვენ კმაყოფილი ვიყავით მითიც,რომ მივცურავდით ამ სიახლეშიდა, საქართველოც საითკენ მიდის.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი