↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი -ამბობდი შენა,ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშისისმოდა ქშენა.როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთჩვენს სწორად, თითქო,ცაზე მსუბუქი,მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი,ამბობდი კიდევ,როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდაცისფერი რიდე.როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას -ჩვენს სწორად - ნელიიგივ მსუბუქი, მშვენიერიიდგა ღრუბელი.
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლადდა ასე ზუსტად,ამაოდ ვეძებ... მახსოვრობაშემექნა სუსტად,თუ გადინაცვლა არე-მარემ?გუშინ კი, თითქო,ცაზე, ჩვენს ზევით, ამ ადგილას,ღრუბელი იდგა.
მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმაგადაიარა,გადაიტანა ბევრი დარდი,ბევრი იარადა ბევრი რამე, უდარდელადმჭვრეტი ციდანა,ღრუბელთან ერთად ამოებამთან წარიტანა!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი