↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჟამი გადაშლის უგონობით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ჟამი გადაშლის უგონობით სავსე კოშმარებს,მემამულეებს და მეფეებს, ხუცებს, ბანკირებს;დრო იმ გმირების საუკუნეს დაიმახსოვრებს,ძველი ნაგავი, რომელთ რკინის ცოცხით აღგავეს.
ერთი კი არა, ბნელს ეკვეთნენ მილიონები,მსოფლიო იწევს, რომ დალეწოს ძველი ბორკილი.გულუშიშარნი წინ მიდიან ავანგარდები,ფოლადის მკერდნი გზას უკვლევენ შთამომავლობას...
დაინახეს რა, რომ მსოფლიომ დაჰკარგა გონი,მაღლა აუშვეს საყვირები, მიაწყდენ ქარხნებს,შენ, დედამიწავ, დაცემულ გმირს მიუალერსე,ის მოელოდა, ის შრომობდა, იგი იბრძოდა.
ქალაქთა ქუჩებს, როგორც მგრგვინავ ბარაბანის გულს,ურტყამს ფეხები მშრომელების ბატალიონთა.ქარი სახეში სცემს გლეხების ხმამაღალ გუგუნს,სოფლის საბჭოთა ეზოები ივსება ხალხით.
თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის სამარე,რევოლიუციის დაუნდობელ მტრისთვის გათხრილი,თოთხმეტი წელი, ეს თოთხმეტი არის კარები,ფართოდ გაშლილი ყველა ქვეყნის მშრომელთ წინაშე!
და ეს გაკეთდა არა თეთრი ხელთათმანებით,ან გულჩვილობით, დარიგებით, შერიგებებით -მიწავ, ბრძოლაში დაცემულ გმირს მიუალერსე,იგი იბრძოდა თავდადებით, იგი დაეცა.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი