↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თუმც ცოცხალი ვარ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95288 ნახვა

—
თუმც ცოცხალი ვარ,არა მჯერა, რომ სული მედგას,ჩემი ცოდვა მას,ვინც მომიხმო ასეთი მტერი,ბედითი მტერი,ცუდი მტერი: სიკვდილის ნატვრა!ექიმო, გულიძველებურად თუმც ისევე ფეთქს,დაკარგული აქვსძველებური სიმრთელის ფერი,ეს ყველამ იცის,მაგრამ ამბობს: სიმღერით დათვრა!ათასი ჭირი გავიარე,ექიმი, ჩქარა!უხარბო იყოს,პირმართალი, მისანდობელი,ოსტატი ჩქარი,უნუკვარი და არა ზანტიდა უიმისოთუ იქნება, მაშინ იარამდეე, ძაღლივითდაღრღნას ჩემი დღე და სოფელი,უბრალო მუმლმაწააქციოს მუხა გიგანტი.ო, ჩემი გულიიყო მტკიცე ციხე-ქალაქი,ბუნება ტანისიყო მისი მცველი ძლიერი.ასაოხრებლადმოდის მათზე ურიცხვი ჯარი.მტერი - ეს არისათასგვარი ცხოვრების ჟანგი,წამალი ჩემიბუნებისა, წამალი მწველიცხარე ომის დღესსანდობარი არის აბჯარი.ექიმი მინდა,ვით მეაბჯრე და ამხანაგი,რომ სიკვდილს ხელთგანგამოსტაცოს პოეტის ჩანგი!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი