↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე მახსოვს მუშა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
მე მახსოვს მუშა.ის ატარებდაგულმტკიცე კაცისსახელწოდებას;იმისი გულისსხვა გამწარებაუძლებდა დროთაგაბოროტებას.
მასში არ ჰქონდათუნდაც სულ მცირეადგილი ოხვრასდა შეცოდებას.რაც სევდა მწველიგულს არ სწვევია,ცრემლები მაინცთვალს არ სჩვევია.
და ერთხელ ისიცატირდა მწარედადამიანურცრემლების დენით,ეს უეცარიიყო იმგვარად,რომ მეგობრებიგაშეშდენ წყენით.
მოულოდნელიცრემლები ღვარადრაოდენობითსდის ესოდენით.ცრემლი საქმეალამაზ ღვთაებათ;მეგობრებს წამსვეენა დაებათ.
და კანკალებდენმხრები იმისიუფრო და უფროქვითინით მეტით,რაღაც სასტიკიდა უმძიმესიარაჩვეულისასოწარკვეთით.
გული, დაბმულიმაგარ სიმებით,მგზნებარე ერთინათელი სვეტითროდიდან გახდაასეთი ჩვილი?ეს ისტერიაიყო ნამდვილი.
გული თითქო მთლად,მთლად დაიხურა.ხელი ჰხევს გაზეთს -წყეულ სატანას.„წყალი!“ და ქალიგამოეშურაქარხნიდან წყალისამოსატანად.
ცხელ შუბლს რა ცივიწვეთი ესხურა,მოსულიერდადა დაატანაჩუმი ქვითინით:რა სიკვდილია,იქ... წიწამურშიმოჰკლეს ილია!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი