↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხეჭეჭურები

მარღია ელგუჯა

2022-01-181 წთ საკითხავი963 ნახვა

—
შემოპარვიათ თუმცა სიბერე,არ ეშინიათ მაინც წაქცევის…და დარაჯობენ ფუძეს ხეები,ვით მგლოვიარე სახლიკაცები.
გავერანებულ სამოსახლოებსდა გადახვეწილ ყველა ახლობელს,ვინ იცის, როგორ ელოდებიან,ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ.
ფესვებს მიწა და მიწას ფესვებისტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე…და, საცა არი, სოფლის სამდურავსმწარე ნაყოფად გამოისხამენ.
მათ ყოველივე იქნებ იციან,ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს…რადგან ღალატი არ შეუძლიათ,დგანან მომავლის მემატიანედ.
ვინ იცის, წარსულს როგორ ნატრობენ,იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე…და ზეზეულად თუმცა კვდებიანსიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ…

მარღია ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი