↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონადირის უკანასკნელი ღამე

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2362 ნახვა

—
ხომ შეგიძლია, ამ განცდისგან, უფალო, მიხსნა,თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ!ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს ჰგავს,ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.ვიცი, ზედმეტი მომივიდა, სამი მოვკალი.(ალბათ იმ სიზმარს, დედაჩემი ტყუილად დაწვავს)ვუმზერ, ჩემს გასწვრივ ვარსკვლავები როგორ როკავენ,აკეცავს დალიც, ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.თვალებში ელავს, ლამარიას მაცხოვრის ფრესკა,საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა.აქ ყველაფერი, ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს...შიშით კი არა, სინანულით, სევდით ივსებაეს ჩემი გული, რომ იცოდე, ღმერთო, მაღალო!ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად.ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ, ვიცი ახლა რომასეთ ღამეში, ავტირდე და ცრემლი დავღვარო.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი