↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშობლიური გაზაფხულის მონატრება

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2357 ნახვა

—
მოულოდნელად გამიტაცა შოსტაკოვიჩმა,ასე შერწყმული, ბრეიგელის კოშმარულ ხილვებს.ახლა დავფრინავ,ჯურღმულებში ნათრევ-ნაგვემი,მეორე ვალსის სიმაღლეზე,არც ისე მაღლა,თვალი ვერ მოვკრა, აყვავებულ მსხლებს და ალუბლებს,წითლად დაწინწკლულ მწვანე ფერდობებს,სადაც ბალახობს, შეფენილი ნახირი სოფლის.თეთრი მდინარის, გახურებულ ქვიან ნაპირებს,ეზოებს, ბავშვებს მოთამაშეს პატარა ხბოსთან.ცრემლი მდის, დედას კი ჰგონია წვიმას აპირებს,იფერთხავს კალთებს ნაღვლიანიდა ტოვებს ბოსტანს.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი