↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როსტროპოვიჩის სიკვდილიი

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2360 ნახვა

—
(სერხიო რავალს)
მორჩა! ხსენებაც კმარა იანვრის,ფიქრის სათბურში, ტკბება, მარწყვდებასიტყვა, ვით სუნთქვა კარაიანისველური ტყემლის ტოტებს აწყდება
ქარი, იცრება ობობას ქსელშიმზის სხივი, შრება ტოტებიც ფიჭვის.ტყის სიბნელიდან გამოსულს სერჟისინათლის თვალის მიჩვევაც მიჭირს.
დაწყევლილ სახლთან ჩავუვლი უხმოდ,ჭინკის ბრჭყალებით დაკაწრულ სარკმელს.მიხოხავს ხავსზე მწვანე მუხლუხო,ღობის ჩრდილიდან, სინათლისაკენ.
ვიქნები ასე, ცოტა ხანს გავძლებ...იშლება ჩრდილი წითელი ღრუბლის.უცხო აჩრდილი მომადგა კარზე,გამოიარა ოცნების ზღურბლი.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი