↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გალაკტიონ ტაბიძეს

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24063 ნახვა

—
ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.და ოთხკედელში მოქცეულ ფართობსწვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდადმეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდადა ჩამდიოდა წვიმა კისერში.მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღიბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხინელა მისდევდა, როგორც იმედი.მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებეკიდა წვიმის მძიმე ზარები.და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებსშეშფოთებული უცქერდა ხალხი,უცქერდა ჩუმად და სველი კუბომიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებსარ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრადწვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.
1962 წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი