↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალვები თოვლში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95291 ნახვა

—
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებსივლისისფერი ყინვის თასებით!სითეთრე შვენის მაღალ მწერვალებს,ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.მოკრიალებულ ჰაერში ოდესგულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდესგადაზნექილი სიზმრების წელი!მკრთალი ვარდები დაცვივა ხელებს,ჩამოიშლება შუქი - პირ-ბადედა უცნობ ღამის შორ საკურთხეველსუნდა ვუხმობდე განთიადამდე.სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება:მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...და უჩვევ ნათელს ეალერსებაჩვეულ სიცივის მძინარებაში.
1915წაღვერი
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი