↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისევ ეფემერა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-133 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,ჩუმი შრიალი საიდან არი?ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:მაინც მწვერვალებს ედება ქარი.დუმილი გახდა ვიწრო გალია,დაუძინარი და უჩინარი,მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,მარად და მარად ტყდება ჩინარი.როგორც ჩინარი - ისე პოეტი:მისთვის სიმაღლე არის წამება -არა ღიმილით და ალოეთიდაფარავს მტერთა ცილისწამება.ის - მაღალია, დიდია მაინც!მისთვის მოისმის ზარების ზარი:ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,მაინც მწვერვალებს ედება ქარი.პოეტს მაისის სიზმრების ხილვითესარკებოდა პარიზის რკალი.მაგრამ უეცრად ქარტეხილივითმის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.დემონიური არევ-დარევითყოველი მხრიდან ავარდა ალი.სულში დაჰქროდა ქალი ქარივითდა შეშლილივით კივოდა ქალი.ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა,ვით მწვერვალიდან მერანი მალი.კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდადა არ ტიროდა არც ერთი ქალი.ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:„მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი!“და პაგანინიც... ორგიის ბადეს...მაესტრო თასით გადაკრავს ღვინოს;ესტრადა ნათელ იმედათ ბადებსაშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.ის დანდობილი იღებს ჭიანურს,და სასახლეებს ჰაერში მოდებს,რომ მხარეები შეაჭიანოსდა ლეგენდები შორით ისმოდეს.არა! არაა იმედი სიმათ,ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,სიმებთან ერთად ატირებს იმათთვალების ნაზი ქრიზოლიტებით,მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკესდა უიმედო საპირფარეშოს.როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.და ტრიალებენ ბორბლები ჩქარადა, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,და სასტიკია, როგორც გეენა,მისი სისწრაფის ულმობელობა.და ახრჩობს თავის ცხელი თითებითმასვე, ვინც იმას სული შთაბერა,მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებითმას მოიგონებს ბედის სხვა წერა.და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯადა ის ელოდა წამითი-წამითჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,გაუშუქებლად დარჩება მარად -ასეთი არის მისი პორტრეტი.იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი,სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს,ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!ეშაფოტიდან უყურებს შორს პანსდღემდე თვალების გამხდარი რეტი.ასეთი არის მისი პორტრეტი.ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს...
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი