↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტომობილი და ურემი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ახალთახალ შარაზემიჰქრისავტომობილი -ჩემი გადარეულიდა კეთილიძმობილი.გზა მიეცით მანქანას,მომავალიმისია, -იგი ჩვენში ახალიყოფისდასაწყისია!არსად არ გადუხვიო, -ეს გზასწორზე სწორია:მარცხნივმხოლოდ ხრამია,მარჯვნივ -პრეისტორია.რა თქმა უნდა, სხვა იყოჩვენი ძველიურემი,მისი ხარ-კამეჩები,მისიაპეურები.ვერსად ნახავ იმნაირს,დაიაროხმელეთი,მისით იფინებოდნენცხრამუხა დათელეთი.მაგრამ ავტომობილმაროცა შემოუტია,გადინაცვლა ურემმა,ცოტათიგზა უტია.უცხო შინის სისწრაფეიგრძნო თვითაპეურმა,მაგრამ ძველი, ცბიერიარ დაიბნამეურმე:- გამარჯობა, შოფერო!მიცან?აი, დედასა!იმ დღეს კამეჩები რომგადამიფრთხექვედასა?და შოფერი ღიმილითმეურმესთანმივიდა:- რას ჭრიალებ მაგ შენიძველიურემივითა?- დააყენე, ჯობია,შავ ვარსკვლავზეშობილი,დააყენე, მე გირჩევ,შენი ავტომობილი.მაგ მანქანას ეს ჩემიძველი ღერძისჯობია, -ოცდაათი წელიანეკიცარ უღრძობია.არხეინად მივდივარ,დღეობას ვარწვეული,ურემია კაკლისამამა-პაპისეული.შენაც ჭკუას მოეგე,სიტყვაცა სთქვიწყობილი, -ურემს როგორ აჯობებსშენი ავტომობილი?არხეინად მივდივარ,დღეობას ვარწვეული,ურემია კაკლისამამა-პაპისეული.შოფერი ყურს არ უგდებს,მიჰქრისავტომობილი -ჩემი გადარეულიდა კეთილიძმობილი.არსად არ გადუხვიო -ეს გზასწორზე სწორია:მარცხნივ მხოლოდ ხრამია,მარჯვნივ -პრეისტორია.უფრო სწრაფად, ისე, რომის მეურმესამხრეთითჩანდეს, როგორც წერტილი,თავის იფნის სახრეთი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი