↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი

გაბაიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი19637 ნახვა

—
(როის)
შემოდგომის ნასესხები ამინდი,ზამთარს სუსხის ანაბარა ტოვებდა,ამ წყალობით ალბათ შენც არ დაგინდო,უფალმა და - გაგაჩინა პოეტად...
დილა ზამთარს ეზიარა – აცივდა,სველი ქარით დაიბერა ფილტვები,პალტო ალბათ იმიჯისთვის გაცვია,ცილინდრითაც ალბათ მიტომ ირთვები.
რომ მიგიხვდნენ, მაგ პოეტურ ჰაბიტუსს,და გამოთქმის მიღმიერად დაფასდე,დინჯად იღებ კოლოფიდან პაპიროსს,ნერვიულად ითავისებ ნაფაზებს.
ორთქლად ასდის შენი მზერა ქალის ტანს,ეს კი იმის უბიწობას არ ლახავს!..“ლექსის ზვავი შენს გონებას გაიტანსბოლო სტროფის წერტილის ქვეშ დამარხავს”.
მერე “ჩვენ და ქალაქები” იწყება...ფორთოხლების თოვლად მოსვლის მომენტი,იყო სადღაც ზამთრის შუა რიცხვები...და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი