↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაზამთრებულა

გაბაიძე გიორგი

2004-07-121 წთ საკითხავი19631 ნახვა

—
მელოდიური სტვენა სიოსი,რაღაც უცნაურს ქმნიდა აურას,ბათუმის მზიან სანაპიროზე,სუსხის შემოსვლა მეუცნაურა...მდელომ გაიძრო ტანზე ფირუზი,მშობელ მიწაზე დარჩა ბეღურა,მზე გაფერმკრთალდა ზეცის ტილოზე,თურმე რა უცებ დაზამთრებულა...ყინულ ქვიშაზე ტალღა იცინის,გამოელია ამინდს მზე-დარი,თოვლმა გაგუდა სითბო - სიცივით,და შემოდგომის ოქროს ცხედარი -შემატა წარსულს ბეჭედ-ბაჯაღლოდ,შეარწყა ლეთეს როგორც სიძველე,ზამთარსაც მალე ვიღაც დაჯაბნის,მზად არის მისთვის ვერცხლის საძვალე.
ნაშემოდგომევს ვხვდებით, - გვაკლდება,ფოთლები წლებად ჩამოცვენილნი,ღიმილსაც ფასი მაშინ ედება,რაც უფრო ხშირად ვართ მოწყენილნი.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი