↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი ჩაის კოვზი

გაბაიძე გიორგი

2015-06-121 წთ საკითხავი19629 ნახვა

—
ტანზე სუროსავით ლექსმა დაივანა,სულის სამოსელი ქრისტე იესოა,სანამ დამთავრდება “შუაღამიანი”...სანამ ქუთუთოებს ბინდი მიექსოვა,ვამსხვრევ მდუმარებას ფორტეპიანოზე,ახლა ბეთჰოვენი შეცვლის ჩაიკოვსკის,ზეცას დაემართა მკვეთრი ციანოზი,სისხლი ვუწყალობე ერთი ჩაის კოვზი.
ნაპირს შემახიზნა უპოეზიობამ,სადაც ღრმადშეჭრილი ზღვაში კონცხებია,ვწერ და ემოციამ ვერ იმსახიობა,მწუხრზე აღვლენილი ყალბი ლოცვებივით............ვსუნთქავ სახარებას, ამინდს ნაგოლგოთარს...ვგრძნობ ეს სურნელება, მაშინ შემაწიაღმერთმა, როცა ჩემში თომა დაგმო ჰოდა,მოხდა ყველა ეჭვის სრული კრემაცია.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი